ხშირი კითხვები
პასუხები იმაზე, რასაც ხელოვანები და მყიდველები ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
- რა ღირს byme.ge-ზე ნივთის განთავსება?
- ახლა უფასოა. საიტზე გადახდა არ ხდება, ამიტომ საკომისიოსაც არ ვიღებთ: მყიდველი ხელოვანს პირდაპირ უკავშირდება და თქვენ თვითონ შეთანხმდებით ფასზე, გადახდასა და მიწოდებაზე.
- როგორ მიკავშირდებიან მყიდველები?
- ნივთის გვერდზე მყიდველი ხედავს ღილაკებს „დარეკვა“, WhatsApp და Instagram და ასევე შეუძლია ჩატში დაწერა ან შეტყობინების გამოგზავნა. შეტყობინება ჩნდება თქვენს გვერდზე (ჩატი და შეკითხვები), ახალზე კი ჰედერში წითელი ნიშანი გაჩვენებთ. ტელეფონის ნომერი გვერდზე წინასწარ არ იწერება და მხოლოდ დაჭერისას ჩანს.
- რამდენ ხანში ქვეყნდება ნივთი?
- ნივთი ქვეყნდება მაშინვე, დამტკიცების გარეშე. თუ ის წესებს არღვევს (მაგალითად სხვისი ნამუშევარია ან აკრძალული ნივთია), შეგვიძლია დავმალოთ ან წავშალოთ; მიზეზს თქვენს გვერდზე „ჩემი ნივთები“ ნახავთ.
- რა შეიძლება გავყიდო?
- ხელით შექმნილი ნივთები, რომლებიც თქვენ ან თქვენმა სახელოსნომ დაამზადა: კერამიკა, ტყავი, ქსოვილი, სამკაული, ხის ნაკეთობა, ფერწერა და სხვა. ფოტოები და ტექსტი თქვენი უნდა იყოს. სერიულად ნაყიდი, გადაყიდვის ან სხვისი ნამუშევრის განთავსება აკრძალულია.
- მაქვს Instagram ან Facebook გვერდი. რატომ byme.ge?
- აქ მყიდველი ნივთს სიტყვებით ან ფოტოთი პოულობს, კატეგორიებით და ქალაქით, ქართულადაც და ინგლისურადაც. თითოეული ნივთი Google-ში და ძიების სხვა სისტემებში ჩანს, და Instagram-ისთვის მზა ბარათს ჩამოტვირთავთ.
- შემიძლია უცხოეთში გაგზავნა?
- დიახ, თუ თქვენ გაგზავნით. ნივთის დეტალებში მიუთითეთ მიწოდების ვარიანტები (ადგილზე, ქალაქში, საქართველოს მასშტაბით, საზღვარგარეთ) და მომზადების დრო.